"პოზნერზე თუ ეს ხდებოდა, წარმოიდგინეთ, გაბუნიას პუტინზე მონოლოგის შემდეგ რა იქნებოდა", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გამოგზავნილ განცხადებაში წერს.
"პოზნერზე თუ ეს ხდებოდა, წარმოიდგინეთ ახლა, გაბუნიას პუტინზე მონოლოგის შემდეგ რა იქნებოდა.
ისხდნენ ახლა ქართველი ბიძა-კაცები და მოყვნენ 37 მანეთად როგორ ჩადიოდნენ რუსეთში და ყველა ქალს და ყველა კარს ხსნიდნენ 1 ბოთლი კონიაკით. ეგ კაცმა არ იცის, მართალია თუ ტყუილი, ბიძაჩემო. აგერ რუსები რომ მართლა რასაც უნდათ, იმას გვიშვებიან, თან 37 მანეთის და კონიაკის გარეშე - ეს კი რეალობაა, რომელსაც შენც, შენი შვილებიც, მეზობლებიც, ნათესავებიც, თანამშრომლებიც, თანამეინახეებიც და მთელი მსოფლიო ლაივში უყურებს.
კი ირგებთ დედის რძესავით და რუსების на *уй-ზე გაშვების თავი თუ არ გაქვთ, ამ 37 მანეთზე გაბანძებული მითის მოყოლას მაინც შეეშვით.
ნიკა #212, - წერს ნიკა გვარამია.