ზაზა ორაშვილი ნანი ბრეგვაძის ახალ კლიპს იღებს. სამზადისის ამსახველ კადრებს მებაღე, „გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი, ზურა შევარდნაძე უზიარებს საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით და ემოციურ პოსტს ავრცელებს.
„გუშინ მთელი დღე ვუყურებდით, ვუსმენდით, ვაკვირდებოდით და ყველას რეჟისორს, მხატვარს, დეკორატორს, ოპერატორს, ფოტოგრაფს, გამნათებელს, ვიზაჟისტს, უბრალოდ ამ ამბის შემსწრეს სახეზე მხოლოდ გაკვირვება გაოცება, მისით აღფრთოვანება ეხატა.
დაუჯერებელია მისი ასეთი შემართება, უნარი, სურვილი და ძალა რომ იდგეს ყველასთვის ასე სამაგალითოდ, ამაყად, ქართულად სულით და გულით ქართულად!
საღამოს დაგვემშვიდობა, ალბათ ლამაზი გამოვაო თქვა და კიდევ მომავალ შეხვედრამდეო!!!
ფოტოზე კი, რომელიც ზაქარია ჭელიძეს ეკუთვნის, წითელი დეკორით მორთულ სივრცეში ნანი ბრეგვაძე შავ კაბაში თვალისმომჭრელია.