ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორს, საველე ჰოსპიტალს და Leopard-ის ტიპის 4 ტანკს გადასცემს. ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინისთვის განკუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორები პოლონეთში 19 ივნისს ჩავა.
უწყების ცნობითვე, საველე ჰოსპიტალს გადაცემამდე უკრაინელი სამხედროები ესპანეთში შესაბამის მომზადებასაც გაივლიან.
ესპანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინა სამართლიანი საქმისთვის იბრძვის და ამიტომ მას ესპანეთი ყველა მიმართუ7ებით უჭერს მხარს.