პირველი ქართული ახალგაზრული სერიალის, "ცვალებადი ნიშნების" პრემიერა გაიმართა. თავისუფლება, კონფლიქტები, მეგობრობა, დილემები, თავგადასავლები და გადაწყვეტილებები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც სერიალში მყოფ მთავარ გმირ, "გაუს" სტუდენტებს აერთიანებთ.
ისტორიის პირველი სეზონი 12 სერიისგან შედგება, რომელშიც აღწერილია თუ როგორ არის მათი ცხოვრება დამოკიდებული ცვალებად ხასიათზე, ღირებულებებსა და გადაწყვეტილებებზე.
"ცვალებადი ნიშნების“ პირველივე ეპიზოდში ვხვდებით, თანამედროვ კინოინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი მსახიობის ირაკლი კვირიკაძის გმირს - ალექსანდრეს, რომელიც სტუდენტთა ცხოვრებაში მოულოდნელად ჩნდება.
ახალი სერიალი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის "გაუსა" და კინოთეატრ "კავეა პლუსის" ერთობლივი ნამუშევარია.