ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან ორი მცირე რადიუსის რაკეტა გაუშვა. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბალისტიკურმა რაკეტებმა იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის საზღვრები გადაკვეთეს და 250-ი კილომეტრის გავლის შემდეგ იაპონიის ზღვაში ჩაცვივდნენ. მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები მას შემდეგ გაუშვა, რაც აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ტოკიოში იაპონელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან შეხვედრა გამართა.