შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მართივს სამსახურთან ერთად ერთკვირან სწავლებას მასპინძლობს. წვრთნებში პარტნიორი ქვეყნებიდან 400-ზე მეტი მაშველი მონაწილეობს. სწავლება მოიცავს, როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებს. სწავლების დროს მეხანძრებმა რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროული ოპერაცია ჩაატარეს. წვრთნების მთავარი მიზანი საგანგებო სიტუაციებში სხვადასხვა უწყებათა კოორდინირებული მუშაობის შემოწმებაა. სწავლებაში მონაწილეობას ევროკავშირის დელეგაცია და იტალიის წითელი ჯვარიც იღებს. თემაზე ნახეთ ლუკა ცხვედიანის სიუჟეტი.