ბელგიის სამეფოში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს ევროკომისიის 12-ტ რეკომენდაციაზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესში მხარდაჭერა გამოხატეს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ და ბელგიის სამეფოს საგარეო სააქმეთა მინისტრმა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. ბელგიაში გამგზავრებამდე ირაკლი ღარიბაშვილს დახურულ ფორმატში საქართველოში ევროკავშირის ელჩსაც შეხვდა. რა გზავნილები ჰქონდა მთავრობის მეთაურს ბელგიიდან, როგორ აფასებენ ვიზიტს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.