უკრაინამ კონტრშეტევის დაწყების შემდეგ რუსული ძალების წინააღმდეგ მომზადებული 12 ბრიგადიდან მხოლოდ სამი აამოქმედა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ სამხედრო ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ უკრაინის კონტრშეტევა ფორმას იძენს, მაგრამ მთავარი გამოცდა ჯერ არ დამდგარა, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები გარკვეულ მანძილზე არიან რუსეთის თავდაცვის მთავარ ხაზთან, ხოლო შეტევისთვის მომზადებული ძალების ძირითადი ნაწილი კვლავ მზადყოფნაშია.