შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო სიტუაციების მრავალფეროვან სწავლებას მასპინძლობს. წვრთნები როგორც საშტაბო, ისე საველე კომპონენტებს მოიცავს. სწავლებაში მონაწილეობენ ევროკავშირის დელეგაცია და 6 ქვეყნის მეხანძრე-მაშველები. პროექტის მთავარი ბენეფიციარები საქართველოსთან ერთად უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი არიან.