ფარული სატელეფონო საუბარი, რომელშიც, სავარაუდოდ, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხში, ზურაბ აბაშიძე ფიგურირებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერში ისმის, როგორ უწოდებს აბაშიძე პოზნერის ვიზიტის დროს ქუჩაში გამოსულ ხალხს ნაცისტებს. მასალის ავთენტურობა დადასტურებული ამ დრომდე არაა, თავად აბაშიძე კი ჩანაწერის შინაარსის ნამდვილობას არ ადასტურებს.