"დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა. ჰერჩინსკიმ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ვენეციის კომისიის დასკვნაზე გაამახვილა ყურადღბა.
ამის პარალელურად ურთიერთბრალდების რეჟიმში რჩებიან მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლები. ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, ქართული ოცნება მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, რომ თითქოს დეოლიგარქიზაცია საქართველოს არ სჭირდება.
თავისმხრივ მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი გლობალური ომის პარტიის აგენტებს შეეხერბათ.