საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში დასრულებულია. ოფიციალურ ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრა.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესში მხარდაჭერა გამოხატეს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ და ბელგიის სამეფოს საგარეო სააქმეთა მინისტრმა.
ბელგიაში გამგზავრებამდე ირაკლი ღარიბაშვილს დახურულ ფორმატში საქართველოში ევროკავშირის ელჩი შეხვდა.