ბოლო რამდენიმე თვეა ემიგრანტ ოჯახს ახალი საცხოვრებელი მისამართი აქვს, თბილისი ნაძალადევის რაიონი, თუთის ხის ქვეშ. მუყაოს ყუთების შემოსაზღვრულ სივრცეში 2 კარავი დგას, სადაც ღამეს 2 ზრდასრული და 2 მცირეწლოვანი ათევს.
ოჯახის ერთ-ერთ წევრს კარინას, კამერებთან გამოჩენა არ სურს, ის არც კარვის შიდა ნაწილის გადაღების უფლებად გვაძლევს, თუმცა გვიყვება ამბავს, თუ როგორ იქცა ამ დროისთვის მის მუდმივ საცხოვრებელ სახლად ნაჭრის კარავი.