ფილიპინებში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ფილიპინების სეისმოლოგიური სააგენტოს განცხადებით, მიწისძვრა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
სტიქიური უბედურების გამო ფილიპინების დედაქალაქ მანილაში სარკინიგზო გადაადგილება დროებით შეიზღუდა.