უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება რუსეთის სარაკეტო წარმოების საკითხზე პარტნიორებთან კომუნიკაციას აგრძელებს. მისი თქმით, უკრიანის ხელისუფლებამ ზუსტად იცის, თუ რა ვადებში და რა ძალებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ რუსული აგრესია დაამარცხონ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.