საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა. ბოლო ოფიციალური ღონისძიება, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა, კულტურის საერთაშორისო ფესტივალი და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება იყო.
სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ძალ-ღონეს არ იშურებს წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის სრულიად ახალი ეტაპის დაწყებისთვის. ს
აუბარი ასევე შეეხო რუსეთ-უკრაინის ომსა და გლობალური გამოწვევებს. რა გზავნილები ჰქონდა პრემიერს, ვრცლად ნინი გოგიშვილი მოგვიყვება.