"უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოში" - საკითხზე სასაუბროდ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრებო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს ევროინტეგრაცია და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესია.
მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია, რათა განვსაზღვროთ საკმარისია თუ არა გატარებული რეფორმები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი. მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის საქართველოს ევროპულ ოჯახში მისაღებად, როგორც კი ხელისუფლება რეფორმებს სრულყოფილად შესრულებს.