უკრაინულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, კონტრშეტევითი ოპერაციები მინიმუმ 3 მიმართულებით განაგრძეს და წარმატებას მიაღწიეს, - ამის შესახებ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.
„უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა 14 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა ბახმუტის მიმართულების დაუზუსტებელ მონაკვეთებში 200-500 მეტრით წინ წაიწიეს, ზაპოროჟიეს მიმართულებით კი 300-350 მეტრით“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ინსტიტუტის ანალიტიკოსების განცხადებით, უკრაინული და რუსული წყაროები იუწყებოდნენ, რომ გასული დღის განმავლობაში ბრძოლა გაგრძელდა დონეცკის დასავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით მაკარივკას გარშემო და ზაპოროჟიეს ოლქში ორიხივის სამხრეთით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის ტავრისკის ძალების ჯგუფის პრესსპიკერის ვალერი შერშენის თქმით, უკრაინული ძალები ტავრისკის მიმართულებით პრიორიტეტს ანიჭებენ რუსეთის ელექტრონული ომის სისტემებზე დარტყმას და „ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა“ ადრე შეაფასა, რომ რუსეთის ელექტრონული ომის შესაძლებლობებს ფრონტის ამ ნაწილში უკრაინის თავდასხმების გართულებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.