Pixar-მა ცოტა ხნის წინ ახალი ანიმაციის, სახელად Elio-ის, ტრეილერი გამოუშვა. ახალ ანიმაციაში მაყურებელი დედამიწისგან განსხვავებულ სამყაროში იმოგზაურებს და არამიწიერ არსებებსაც შეხვდება. რაც მთავარია, ანიმაციის მთავარ პერსონაჟ ელიოსაც უკეთ გაიცნობს.
როგორც ტრეილერიდან ვიგებთ, უცხოპლანეტელები დედამიწის ლიდერს ეძებდნენ და შეცდომით ელიო წაიყვანეს. ამის გაცნობიერების შემდეგ კი, ელიო უცხოპლანეტელებს თავს ისე აჩვენებს, თითქოს, დედამიწის ლიდერია. ელიო იმ შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლები ესწრებიან, თავს დედამიწის ელჩს უწოდებს.
ელიო ამ გაუგებრობაში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ არასათანადო დროს დედას სამსახურში დაურეკა. როგორც ტრეილერში ვხედავთ, ელიო უცხოპლანეტელების სამყაროში დაკისრებულ ვალდებულებებს თავს მშვენივრად ართმევს და არამიწიერ არსებებთან დამეგობრებაც კი გამოსდის.
იმის გასაგებად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ელიოს ირგვლივ, ლოდინი მოგვიწევს. Elio-ის პრემიერა 2024 წლის პირველ მარტს იგეგმება