"დაკრძალვის შემდეგ" ცნობილი ინგლისელი მწერლის აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანია. მწერალი წიგნზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა და 1953 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომცემლობის Dodd, Mead and Company-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
რიჩარდ ებერნეთის დაკრძალვის შემდგომ ნათესავები ანდერძის გასაცნობად იკრიბებიან. მისი სიკვდილი უეცარი, თუმცა კი მოსალოდნელი იყო. გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივ სიკვდილს მიიჩნევენ, მაგრამ გარდაცვლილის დის, კორას, შეძახილის შემდეგ: „ის ხომ მოკლეს, არა?“ ოჯახის ადვოკატს ეჭვი ეპარება, რომ რიჩარდ ებერთენი მოკლულია და გადაწყვეტს, საქმე გამოიძიოს. მალე მძინარე კორას ნაჯახით კლავენ, მაგრამ არა გაძარცვის მიზნით. ადვოკატ ენტუისლს ისღა დარჩენია, ცნობილ მაძებარს, ერკიულ პუაროს სთხოვოს დახმარება.
ოჯახის თითოეულ წევრს ჰქონდა მოტივი დანაშაულის ჩასადენად , რაც ყველა მათგანს მკვლელობაში ეჭვმიტანილს ხდის.
ვინ არის მკვლელი , რა არის დანაშაულის მოტივი , ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად დეტექტივ პუაროს მრავალ სირთულესთან მოუწევს შეჭიდება და გახსნა კვანძის , რომელიც ჭეშმარიტ დამნაშავებდე მიიყვანს მას.ერკილ პუარო დეტექტიური ჟანრის რომანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟია , რომელიც აგათა კრისტის 1920 წლიდან 1975 წლამდე გამოცემულ 33 რომანში , 59 მოთხრობასა და ერთ პიესაში გვხვდება.მწერლის სრული სახელი და გვარი აგათა კლარისა მილერია , კრისტი რომლითაც მას საზოგადოება იცნობს მისი პირველი ქმრის , პოლკოვნილ არჩიბალდ კრისტის გვარია. აგათა 1890 წლის 15 სექტემბერს , ზვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკეიში , დევონში , ფრედერიკ და კლარისა მილერების ოჯახში დაიბადა. მწერალმა პირველი პიესა ჯერ კიდევ ბავშვობაში 7 წლის ასაკში დაწერა , რომელიც ეძღვნებოდა დების ბრძოლას მემკვიდრეობისთვის , რომელიც მისიევე ოჯახში დაიდგა.
მისი პირველი რომანი კი 1920 წელს სახელწოდებით , სტაილსის საიდუმლო ინციდენტი 2000 ტირაჟით გამოიცა , რისთვისაც დამწყებმა მწერალმა ჰონორარის სახით 25 ფუნტი მიიღო.
აგათა კრისტის ნაწარმოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერაა ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მის კალამს ეკუთვნის 60 ზე მეტი დეტექტიური და 6 ფსიქოლოგიური ჟანრის რომანი , ასევე 19 მოთხრობების წიგნი.
აგათა კრისტის წიგნები გამოქვეყნდა 4 მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა მსოფლიოს 100 ზე მეტ ენაზე.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე palitral.ge