საბერძნეთის სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 79 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობამ, მომხდარი ტრაგედიის გამო, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ნავზე მყოფი 100-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, თუმცა გადარჩენილები და ბერძენი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბორტზე კიდევ ათობით მიგრანტი იმყოფებოდა. დაღუპულთა ეროვნება ჯერჯერობით არ სახელდება.
გადარჩენილები ქალაქ კალამატაში გადაიყვანეს, მათ უმეტესობას სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდა.
ნავი ლიბიიდან იტალიაში მიდიოდა, ბორტზე მყოფთა უმეტესობა ახალგაზრა მამაკაცი იყო. ნავი სანაპიროდან დაახლოებით 80 კილომეტრში ჩაიძირა.