ევროპარლამენტარები კახოვკას ჰესის განადგურებას ომის დანაშაულად აფასებენ. ევროპარლამენტის ოფიციალური განცხადების მიხედვით, მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურის განადგურება დაუშველებელია და ის ადამიანურ მსხვერპლთან ერთად ეკოლოოგიურ კატასტროფასაც ქმნის.
დეპუტატები ევროკავშირს მოუწოდებენ უკრაინის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გააგრძელოს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს.
6 ივნისს, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებამ მისი კაშხლის განადგურება და მნიშვნელოვანი ტერიტორიის დატბორვა გამოიწვია, რის გამოც ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.