საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა მოინახულეს. 26 090 კვადრატულ მეტრზე განლაგებული სასწავლო კომპლექსი მოიცავს სკოლისა და საერთო საცხოვრებლის შენობებს, რაგბის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ბიბლიოთეკასა და სხვა საგანმანათლებლო სივრცეებს.