ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამოაცხადა. დაცვის მხარე სასამართლოს განაჩენს არაობიექტურად აფასებს და გასაჩივრებას არ გამორიცხავს. გრიგოლ ნარსია “საქართველოს ბანკის” ქუთაისის ფილიალს თავს გასული წლის 20 სექტემბერს დაესხა. მან მძევლად 12 პირი აიყვანა, რომელთა გათავისუფლების სანაცვლოდ ორ მილიონ დოლარს ითხოვდა.