საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ ევროპული საბჭო ისტორიულ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ მიიღებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე. რა გზავნილები ექნება ირაკლი ღარიბაშვილს, რა მოლოდინები არსებობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.