მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, 13 წლის მარიტას გარდაცვალების საქმეზე დღეს მოსამართლეს ჩვენება მისცა. ამბობს, რომ ხელშეკრულებით, შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო. გიორგი ვახტანგაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ პროექტის დასრულებაზე ზედამხედველობა მისი უფლებამოსილება არ იყო.