ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო. მხარეებმა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულება განიხილეს. ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას.