საქართველოს პარლამენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მასპინძლობს - შშმ პირთა დაცვის დღესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში მათი ფოტოების გამოფენა გაიმართა.
“ქართული ოცნების” წევრების განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტმა არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების განვითარებისა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
ხელისუფლებაში შშმ პირების საზოგადოებრივ საკითხებში ჩართვის მნიშვნელობაზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში ყველა ადამიანმა თავი თანასწორად იგრძნოს.