პარლამენტის სასესიო დარბაზში, პლენარული სხდომის შესვენების დროს ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დარბაზში მედიასაშუალებების წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ, თუმცა ინციდენტის ამსახველ ვიდეოჩანაწერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ მამუკა მდინარაძის გაღიზიანება ოპოზიციის მხრიდან „მოღალატის“ შეძახილმა გამოიწვია.