პარლამენტის პლენარული სხდომა ინციდენტით დაიწყო. პარლამენტში სტუმრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებიან. მას შემდეგ რაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მათ მიესალმა, ერთ-ერთმა შშმ პირმა სასესიო დარბაზის აივნიდან საპროტესტო წარწერა გადმოფინა და რუსული რუბლები გადმოყარა.