აშშ-ის პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრა გამართეს. თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა და იენს სტოლტენბერგმა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები და ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერების მნიშვნელობა განიხილეს.
ამავე ცნობით, ლიდერებმა შვედეთის ნატო-ში სწრაფი გაწევრიანების საკითხიც განიხილეს და საერთო სურვილსაც გაუსვეს ხაზი, რომ შვედეთი ალიანსის წევრი რაც შეიძლება მალე გახდეს.