პარლამენტმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. წარდგენილი იყო კანონპროექტის ის ვერსია, რომელიც ჯერ კიდევ აპრილის თვეში, ვენეციის კომისიის შუალედური რეკომენდაციების საფუძველზე შეიცვალა. კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა ის პირი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მედიაზე გავლენას ახდენს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს განკარგავს. მოქალაქის ოლიგარქად ცნობის უფლება ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება. ამ თემაზე უფრო მეტს ჩვენი ჟურნალისტი, სალომე ჯაფარიძე მოგვიყვება.