ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე პოპულარული მუსიკალური კონკურსის American Idol-ის 12-ეულში მოხვედრის შემდეგ დუბაის სცენიდან ჰოლივუდში სრულ განაკვეთზე გადასვლას აპირებს.
მუსიკალური კარიერის პარალელურად, მომღერალი უახლოეს მომავალში ტანსაცმლის ხაზის გამოშვებას გეგმავს. "Nutsa ❤️" მაისურებით, ქუდებით, ჰუდებით და სხვა პროდუქტებით იქნება წარმოდგენილი, როგორც მამაკაცებისთვის და ქალებისთვის. ზოგიერთ მათგანს კი სლოგანი "Nuts for Nutsa" ეწერება.
ბუზალაძე ამერიკულ გამოცემა The Blast-თან ინტერვიუში პარფიუმერიის, სამკაულების და ქალის ტანსაცმლის ხაზის გაფართოებაზეც გამოთქვამს სურვილს, თავს მოდურ ქალბატონად მიიჩნევს და ამბობს, რომ Idol-სა და ევროპაში მისი სტილის შეგრძნებას ძალიან აფასებდნენ