"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სრულად აღსრულება, საქართველოს ეკონომიკას არ დააზარალებს. უწყება ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება, განსაკუთრებით, რუსეთის მეზობლების ინტერესებშია.