აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოში მივიდა, იგი ფორმალურად დააკავეს. ტრამპის დაკავების შემთხვევა ფორმალური პროცედურაა, ამიტომ ყოფილ პრეზიდენტს ბორკილები არ დაადეს და “დაკავების ფოტო” არ გადაუღეს.
ფლორიდას შტატის ქალაქ მაიამის ფედერალური სასამართლოს შენობაში, მოსმენის დროს ნებისმიერი ტრანსლაცია, ასევე ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალული იყო.
ტრამპი თავს დამნაშავედ ბრალდების არცერთ პუნქტში არ ცნობს. ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა მაიამის ფედერალური სასამართლო, მოსმენის შემდეგ მალევე დატოვა.