რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრაზე მათ რიტორიკული კითხვით მიმართა: საჭიროა თუ არა რუსი სამხედროების კიევში შესვლა და აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ თავად შეუძლია. პუტინმა აღნიშნა ისიც, რომ მობილიზაციის საკითხები იმის მიხედვით უნდა გადაწყდეს, თუ რა მიზნებს დაისახავს რუსეთის ფედერაცია.
რუსეთის პრეზიდენტმა, უკრაინის მხრიდან კონტრშეტევაზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ კონტრშეტევა, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვების გამოყენებით, ფართომასშტაბიანია. ის 4 ივნისს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
პუტინმა კახოვკას ჰესზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ მომხდარში დამნაშავე უკრაინული მხარეა.