ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. მხარეებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საარჩევნო უფლებისა და ამ მიმართულებით ცესკოს საქმიანობებისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესახებ იმსჯელეს.
გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული როგორც შესღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ისე სხვა უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფების საქმიანობაში.
ცესკოს თავმჯდომარისა და ომბუდსმენის შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.