საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვდება. შარლ მიშელისა და ღარიბაშვილის შეხვედრა საქართველოში უკვე შეფასებების საგანი გახდა.
ოპოზიციაში თვლიან, რომ როცა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ამ დონის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ისინი აქვე აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში პრემიერი ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა, რაც ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. მათივე შეფასებით, საქართველოს დასახმარებლად ევროპა ყველაფერს აკეთებს და საჭიროა, რომ ხელისუფლებამ შემხვედრი ნაბიჯები გადადგას.