თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, ვერეს ხეობაში 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. საკრებულოს წევრებმა ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, 13 ივნისი მთელი საქართველოსთვის ტრაგიკული დღეა.