დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს აზოვის ზღვის და ქერჩის სრუტის გამოყენებაში უკრაინასთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების დენონსაციის შესახებ. დოკუმენტი გამოქვეყნებულია სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.
„ვინაიდან ამ აკვატორიებთან მიმართებაში უკრაინამ დაკარგა მოსაზღვრე (სანაპირო) სახელმწიფოს სტატუსი, დღის წესრიგში დადგა აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი.
რუსეთის შემადგენლობაში დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების მიღების შემდეგ, აზოვის ზღვის და ქერჩის სრუტის სანაპირო ეკუთვნის მხოლოდ რუსეთს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2003 წლის 24 დეკემბერს ქერჩში. მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინის უმაღლესმა რადამ მოახდინა აზოვის ზღვაში რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის შესახებ ყველა ხელშეკრულების დენონსაცია.