კრივოი როგში რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. დაშავებულია 28 ადამიანი.ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია,ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარის გამო 14 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადა. რუსეთის სამხედრო ძალებმა კრივოი როგში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში დღეს, გამთენიისას მიიტანეს.