საქალაქო სასამართლოში მარტის აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლემ ორი მოწმე გამოჰკითხა, მათ შორის პოლიციელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი მანქანა დაწვეს.სხდომის დაწყებამდე, საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით - ლაზარე გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა, რითაც ბრალდებულის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან შემხებლობა დასტურდება.