უკრაინული მედია, უკრაინელი სამხედროების მიერ ბერდიანსკის მიმართულებით განხორციელებული კონტრშეტევის შედეგებზე წერს. მათივე ცნობით, უკრაინულმა მხარემ ბერდიანსკის მიმართულებით 500 მეტრიდან 1 კმ-მდე წინ წაწევა შეძლო. იქამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკრაინელებმა კიდევ 7 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინული ჯარი წინ 5,5 კმ-თი წაიწია, ხოლო მისი კონტროლის ქვეშ აყვანილი ტერიტორიის ფართობი 90 კვ. კმ-ს შეადგენს.