როგორც ერთ ცნობილ ქართულ ტელესერიალშია, 1 ოქტომბერი საქართველოში დიდი დღეა, დიდი! დინამო არენაზე, 65 ათასიანი პუბლიკის წინაშე, 15 გრემის, 4 Awards-ის, 4 გინესისა და კიდევ უამრამი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი, ბრუნო მარსი წარსდგება. მელომანებს დინამო არენაზე გრანდიოზული შოუ და დაუვიწყარი საღამო ელოდებათ, თუმცა მანამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია გასავლელი, კოცენტრზე დასასწრები ბილეთის მოპოვება. ყველას გვახსოვს რა მოხდა „იმეიჯინ დრაგონის“ ბილეთების შემთხვავში, როცა ყველა ბილეთი 7 საათში გაიყიდა, ხოლო ბილეთის ყიდვის მომლოდინეთა რაოდენობამ 93 ათასი შეადგინა.
რას გვპირდება პროექტი „სტარინ ჯორჯია“ ამ მუსიკალური სეზონის ფარგლებში? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია "ბლექსი არენას" პროექტების მენეჯერი ციცი იაშვილი