6 ადამიანი დაიღუპა ქალაქ კრივოი-როგში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად. დაჭრილია 25. რუსული რაკეტა 5-სართულიან სახლს გამთენიისას მოხვდა. უკრაინის პრეზიდენტმა დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ „ტერორისტებს არასდროს აპატიებენ“ და თითოეულ რაკეტაზე პასუხს მოსთხოვენ.