ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციაზე კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ინტერესში მოქმედებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს.
მისივე განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონის ინიცირებით, „ოცნების“ მიზანია „ბიძინა ივანიშვილის ფულის დაცვა და ოლიგარქიული მმართველობის გამყარება“.
ცნობისთვის, ვენეციის კომისია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე დასკვნას აქვეყნებს და მიიჩნევს, რომ მომზადებული ცვლილებების მიღება არ უნდა მოხდეს.