უკრაინული მხარის ცნობით, კახოვკის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 41 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 10-ს აღწევს.
ხერსონის ოლქის გუბერნატორის თქმით, ორშაბათს რეგიონის დედაქალაქში ორი ცხედარი იპოვეს. მისივე განცხადებით, კატასტროფის მასშტაბიდან გამომდინარე გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი რუსულმა ძალებმა 6 ივნისს ააფეთქეს.