დუბაიში, კომპანიამ Five Hotels and Resorts პირველი კერძო თვითმფრინავი ACJ TwoTwenty წარადგინა, რომელიც წვეულებებისთვის არის აღჭურვილი. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავის ღირებულება $80 მილიონს შეადგენს. ის Wi-Fi-თა და მძლავრი ხმოვანი სისტემით არის აღჭურვილი, ჭერში დიოდური ნათურები არის დამონტაჟებული. ბორტზე ასევე არის საცეკვაო და სასადილო ზონები, კინოდარბაზი, შხაპი და საწოლი.
თვითმფრინავში 16 ადამიანამდე ეტევა, მისი დაქირავება კი საათში $13 ათასად შეიძლება. ხომალდი შვეიცარიულმა საავიაციო კომპანიამ Comlux შექმნა.
Five hotels and resorts-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალოკი ბატრამ განმარტა, რომ თვითმფრინავი უკვე გამოიყენა პროფესიონალმა ფეხბურთელმა, ახლო აღმოსავლეთიდან მადრიდში გადასაფრენად, კიდევ ერთმა კლიენტმა კი ხომალდი კარიბის ზღვის კუნძულებზე ორკვირიანი მოგზაურობისთვის დაჯავშნა.