რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ირკუტსკის ოლქში, მდინარე ლენაზე საწვავით სავსე ორი ტანკერი ერთმანეთს შეეჯახა, რამაც კონტეინერის დაზიანება და საწვავის წყალში ჩაღვრა გამოიწვია.
მომხდარის გამო რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
მედიის ცნობით, დაზიანებულ კონტეინერში 138 ტონა საწვავი იყო მოთავსებული.
ირკუტსკის გუბერნატორის თქმით, ამჟამად ექსპერტები ეკოლოგიური დაზიანების მასშტაბებს სწავლობენ და ცდილობენ მიყენებული ზარალი დაადგინონ.