Burger King-ისთვის BBH London-ის მიერ შექმნილი ნოსტალგიური კამპანია კრეატიული იუმორით გვაჩვენებს, რომ ზოგჯერ მარკეტინგული იდეები სრულიად წარუმატებელია — მათი ძალისხმევა ნაკლებად მოქმედებს ზოგიერთ ადამიანზე.
ვიდეორგოლი, სახელწოდებით We Give Up 1960-იანი წლებით იწყება, როდესაც მთავარი პერსონაჟი Whopper-ის რეკლამას უყურებს. შემდეგ კი ათწლეულიდან ათწლეულში ინაცვლებს, რასაც თან სდევს როგორც ინდივიდის სტილის ცვლილება, ისე რეკლამის ფორმების: ქუჩებში გაკრული პოსტერები, საჰაერო ბუშტზე დატანილი წარწერა, აღნიშნული პროდუქტის ფორმის ყურსასმენები, ავტოსადგურის რეკლამები და ბილბორდები… მხოლოდ ერთი რამ რჩება უცვლელი — Whopper-ზე ორიენტირებული მარკეტინგი.
მთავარი არსი კი ის არის, რომ მიუხედავად ასეთი მრავალფეროვანი ძალისხმევისა, ადამიანის გემოვნება არ იცვლება. სწორედ იმ მომენტში, როცა მაყურებელი ფიქრობს, თითქოს მთავარი პერსონაჟი „შთაგონებას ეზიარა“, მოულოდნელად სრულიად სხვა შეკვეთას აფორმებს.